06 მაისი 2024,   08:13
ვრცლად
მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთის ვიცე-პრემიერი შავ სიაში შეიყვანა

მოლდოვის ხელისუფლებამ დიმიტრი როგოზინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გადაწყვეტილება რუსეთის ვიცე პრემიერის შავ სიაში შეყვანის შესახებ, მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მოლდოვის ხელისუფლების უკმაყოფილება დიმიტრი როგოზინის ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც რუსეთის ვიცე პრემიერმა მოლდოველი ხალხის და ხელისუფლების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

"რასია 24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა მაღალჩინოსანმა მოლდოველი დეპუტატი ვიზიტის ჩაშლაში დაადანაშაულა. როგოზინის განცხადებით, მოლდოველი პოლიტიკოსის დავალებით, რუმინეთის ხელისუფლებამ მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გადაკვეთის საშუალება არ მისცა და უკან დააბრუნა.

როგოზინმა ოფიციალური კიშინიოვი რუსეთსა და რუმინეთს შორის დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები