06 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივა - მმართველ გუნდსა და მარგველაშვილს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი

ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკოსებისგან შეფასებები მოჰყვა. ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მარგველაშვილი კომპეტენციის ნაკლებობაში დაადანაშაულა.

მმართველი გუნდი ახლა პრეზიდენტს უკვე იმის გამო აკრიტიკებს, რომ ინიციატივა, რომლითაც მან საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს მიმართა, მათთან შეთანხმებული არ იყო.

მთავრობის წევრების აზრით, ამერიკასთან ამ ეტაპზე ახალი ფორმატის საჭიროება არ დგას.

მმართველ გუნდს ამ პოზიციის გამო ოპოზიცია აკრიტიკებს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს საკითხებში ამერიკის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ანალიტიკოსების აზრით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები