06 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
კრემლის საპასუხო ნაბიჯი - პენსის თბილისში ვიზიტის შემდეგ პუტინი სოხუმში სტუმრობას აანონსებს

ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს ელოდებიან. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ვიზიტის თარიღი შემთხვევით არ არის შერჩეული. ვლადიმერ პუტინი სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი, საკუთარი ძალის საჩვენებლად დაანონსა.

საქართველოს თავდაცვის მინიტრი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რუსეთის გაღიზიანება ნატოს მრავალეროვნული წვრთნებისა და ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობის გამო.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი ამბობს, თუ რატომ გადაწყვიტა პუტინმა 8 აგვისტოს აფხაზეთში ჩასვლა - მას საქართველოს ევროინტეგრაცია და ამერიკის ვიცე პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადებები არ მოეწონა.

ოპოზიცია აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, მოსკოვისგან პროვოკაციებს ელოდება და ხელისუფლებას სთხოვს პარტნიორებთან ერთად, საპასუხო გეგემა დროულად შეიმუშაოს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ნინო ბურჯანაძეს, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ეჭვობს, რომ პუტინის ჩასვლა სოხუმში შესაძლოა, მოსკოვის უფრო დიდი და სახიფათო გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილი იყოს. 

დღის ამბები