06 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
გია უდესიანის ადვოკატები პროკურატურას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, გია უდესიანის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პროკურატურას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ. სიყალბე გიორგი უდესიანის ადვოკატებმა იმ დოკუმენტებში აღმოაჩინეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის უნგრეთიდან ექსტრადირებას ითხოვდა.

უდესიანის იურისტი ამტკიცებს, რომ საექსტრადიციო მასალებში რამდენიმე გარემოება მოგონილი იყო, გაგზავნილ დოკუმენტებში უიდესიანისთვის საქართველოში წაყენებული ბრალის ფაბულა კი შეცვლილი.

პროკურატურის მოთხოვნაში საუბარი უდესიანის მიერ ბიზნესმენ ხარძიანის კუთვნილი კუს ტბის წილების ძალადობრივი დაუფლების გარდა ეწერა, რომ უდესიანი სავაჭრო ცენტრ „მორკინალის“ წილის გამოძალვაშიცაა ბრალდებული. გიორგი უდესიანის იურისტები პროკურატურის მასალებში აღმოჩენილი სიყალბის გასაჩივრებისთვის ემზადებიან.

გიორგი უდესიანის და მისი ადვოკატების ბრალდებები პროკურატურამ დღეს უპასუხოდ დატოვა. 

დღის ამბები