06 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
თბილისის აეროპორტის ტრასაზე ძლიერი ხანძარია

თბილისის აეროპორტის ტრასაზე ძლიერი ხანძარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლი სტამბის შენობას უკიდია. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. ადგილზე იმყოფება რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა.

ასევე ადგილზე ისმის აფეთქებების ხმა. ვარაუდობენ, რომ შენობის საწყობში საღებავები ინახებოდა. 

დაშავებულთა შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

დღის ამბები