06 მაისი 2024,   03:22
ვრცლად
მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალების განვითარების ახალ ეტაპზე საუბრობს

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენის ვიზიტის შემდეგ თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალების განვითარების ახალ ეტაპზე საუბრობს. ამერიკული სამხედრო ტექნიკა წვრთნებისთვის ემზადება, სამხედროები ჯავშანმანქანებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ყველაზე მაშტაბური სწავლებისთვის ტექნიკურად ამოწმებენ. ასეთი რაოდენობის საბრძოლო მანქანა, მსუბუქი თუ მძიმე შეიარაღება საქართველოში პირველად შემოვიდა.

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება. ლევან იზორია „კურიერს“ უყვება, რომ ქართული ჯარი ახალი შეიარაღების შეძენამდე, ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს გაივლის. იცვლება ჯარისკაცების მომზადების ტაქტიკა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადების შემდეგ, საქართველოსთვის შეიარაღების ბაზარზე კარი გაიღება.

დღის ამბები