06 მაისი 2024,   10:30
ვრცლად
„მე ძალიან ხშირად არ შევდივარ ხოლმე პოლემიკაში“ - გიორგი მარგველაშვილი საკუთარ ინიციატივაზე საუბრობს

„მე ძალიან ხშირად არ შევდივარ ხოლმე პოლემიკაში,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ეხება.

პრეზიდენტმა ამის შესახებ, "კურიერისთვის" ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

მისი განმარტებით, პოლემიკაში არ შედის მმართველ გუნდთან, რომელმაც მისი ინიციატივა გუშინვე გააკრიტიკა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ წინააღმდეგობა მას სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე ხელისუფლების განცხადებებში არ დაუნახავს.

„თუ ეს კარგია და ვთანხმდებით, რომ კარგია, და რამდენადაც მახსოვს, არავის არ უთქვამს, რომ ასეთი ფორმატი ცუდი იქნებოდა. ახლა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, როგორ გავაკეთოთ ეს სიკეთე, როგორ განვახორციელოთ. ანუ ჩვენ ქვეყანას, უფრო რანაირად დავეხმაროთ. მე ძალიან ხშირად არ შევდივარ ხოლმე პოლემიკაში, იმიტომ, რომ არის ხოლმე ემოციური განცხადებები. ჯობია, ხოლმე, რომ ასეთ პოლემიკაში არ შეხვიდე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები