06 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
აფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ინციდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

შემთხვევის შედეგად 25 ადამიანია დაშვებული. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ცნობები, სამხედრო ბაზაზე რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, რის შემდეგაც აფეთქებები მოხდა.

ამ დროისთვის დაშავებულები სოხუმში საავადმყოფოში გადაჰყავთ. დამსვენებლების ერთი ნაწილი გოგირდის აბანოებში იმყოფებოდა და აფეთქების შედეგად ნამსხვრევებისგან რამდენიმე სამოქალაქო პირი სერიოზულად დაშავდა.  

დღის ამბები