06 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია - გიორგი მარგველაშვილი

„პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის, ნებისმიერი განსხვავებული აზრი, არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

პრეზიდენტმა დღეს დაასახელა ის პრობლემა, რომელიც დიდი ხანია აქვს ქართულ პოლიტიკას და განასხვავებს მას დასავლური მიდგომებისგან. გიორგი მარგველაშვილს არც უკანასკნელი პოლიტიკური პროცესებიდან მაგალითების მოყვანა დავიწყებია.

„მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა, პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება და ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. აი, ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის, ნებისმიერი განსხვავებული აზრი, არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი.“

„საარჩევნო კანონს რომ შევხედოთ, ძალიან ღიად საუბრობენ "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები, რომ იცით რაშია საქმე, ბონუსი მთავრობას სჭირდება იმისთვის, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. ანუ, თუ პარლამენტში არის რამდენიმე პარტია და მათ უნდა შექმნან კოალიცია, თურმე ეს არის ცუდი, რომ ვინმესთან თუ შენ უნდა მოილაპარაკო რაღაც თემაზე, ეს ყოფილა ცუდი. ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სისუსტე, მარგამ, ერთი პარტია თუ არის ძლიერი, ეს არის კარგი. ამ დროს მთელი ევროპული პოლიტიკა სწორედ მოლაპარაკებებზე დგას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები