03 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
"მან შეცვალა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება" - ციანიდის საქმის პროკურორი მამა გიორგი მამალაძეზე საუბრობს

6 საათზე მეტია მეტია ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე იკითხება. დაკავებული დეკანოზი სასამართლოს წინაშე ჩვენებას პირველად აძლევს. მანამდე კი მან გამოძიებას ჩვენება 2-ჯერ მისცა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის მიერ მიცემული ჩვენება დაფუძნებულია ფაქტებზე და დოკუმენტებზე.

“დეტალურად ყვება თუ როგორ არ არეკინებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორ თხოვდნენ, რომ გინდა თუ არა ეღიარებინა, რომ თითქოს ეს პატრიარქს კლავდა. ასევე აიძულებდნენ და ხელი დაედო, რომ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა. ყველა ეს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს და დოკუმენტებს და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდებულმა დეკანოზმა ჩვენება შეცვალა.

“მან შეცვალა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, როდესაც აცხადებდა, რომ კლინიკის წართმევას ცდილობდა შორენა თეთრუაშვილი. ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა მასთან დაპირისპირება. დღეს ისე გამოიყვანა თავის ჩვენება, რომ თითქოს შეხმატკბილებულ ურთიერთობაში იყო შორენა თეთრაშვილთან. თუმცა ჩვენ გვაქვს აუდიო ვიდეო ჩანაწერები სადაც ის შორენა თეთრუაშვილს მოიხსენიებს აგრესიული ტონით. ზეწოლას ბრალდებულის მიმართ არცერთ ეტაპზე არ ჰქონია ადგილი, მას ყოველთვის ჰყავდა ადვოკატი“ -აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები