06 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
ლა მანშის სრუტეში 2 ნავის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ლა მანშის სრუტეში 2 ნავის ერთმანეთთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორს კი ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ The Telegraph წერს.

სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩართეს. მაშველებს ადგილობრივები საკუთარი მცურავი საშუალებებით ეხმარებიან.

სამართალდამცველების განცხადებით, ნავებზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი წყლიდან მეთევზემ ამოიყვანა.

დღის ამბები