06 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ერთიანი მერობის კანდიდატი - „ნარინჯისფერი ინოვატორები“ „ახალი საქართველოს“ ინიციატივას უერთდებიან

„ნარინჯისფერი ინოვატორები“ „ახალი საქართველოს“ ინიციატივას და მოწოდებას უერთდებიან, რაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების გაერთიანებას და ერთიანი მერობის კანდიდატის დაყენებას გულისხმობს.

"ნარინჯისფერები" ყველა ახალგაზრდულ პოლიტიკურ მოძრაობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ინიციატივას და მოქმედი ხელისუფლების გადასარჩევად ძალისხმევა გააერთიანონ.

„ჩვენი აზრით, ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა, ხელისუფლების შეცვლის, რომელიც უკვე წლებია თავისი ინერტულობით, უმოქმედობით ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ,“  - აღნიშნა "ნარინჯისფერი ინოვატორების" წარმომადგენელმა ბექა ვაღნაშვილმა.

მოძრაობა ახალგაზრდა „ნარინჯისფერები“ „ახალი საქართველოს“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.

დღის ამბები