06 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ - დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, აჭარის სამთო კურორტ ბეშუმში, "შუამთობა" აღინიშნება. ტრადიციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში იმართება დოღი და შეჯიბრი ჭიდაობაში. სახალხო დღესასწაულს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც ესწრებოდნენ.

„ტრადიციული და ულამაზესი ღონისძიებაა და აქ, ამ ულამაზესი ადგილიდან ვულოცავ აჭარას, ვულოცავ მთელ საქართველოს,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, დავით ბაქრაძემ.

პარტიის ლიდერებმა დღესასწაული საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცეს.

„უამრავი ადამიანი იკრიბება აქ, უმაღლეს წერტილში, გადაჰყურებს საქართველოს გადაჰყურებს აჭარას, ერთმანეთს ხალხი ესიყვარულება, რაც მთავარია, ეს არის ძველი ტრადიცია, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად, ყოველთვის ექნება, იმიტომ რომ ეს სახალხო ზეიმია,“ - განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

დღის ამბები