06 მაისი 2024,   01:12
ვრცლად
პირველი შეხვედრა სანქციების შემდეგ - მანილაში ერთმანეთს ტილერსონი და ლავროვი ხვდებიან

ამ წუთებში, მანილაში რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პირველი დიპლომატები ფილიპინების დედაქალაქში "აზია-წყნარი ოკეანის ავზის ქვეყნების" სამიტში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ.

ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, ხელი მოაწერა.

მოლაპარაკების მთავარი თემა დაკანონებული სანქციებისა და მოსკოვის საპასუხო ზომების შემდეგ, ამერიკა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებია.

დღის ამბები