06 მაისი 2024,   02:22
ვრცლად
72 წელი ჰიროსიმას დაბომბვიდან - იაპონელები გარდაცვლილებს იხსენებენ 

იაპონელები ჰიროსიმას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ზუსტად 72 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ქალაქზე ატომური იერიში მიიტანა. დილის 8 საათსა და 15 წუთზე, იმ დროს, როდესაც ამერიკულმა ავიაციამ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩააგდო, ქალაქის მთავარ მოედანზე მშვიდობის ზარი დარეკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილითაც მიაგეს პატივი.

მემორიალურ ცერემონიაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ ქვეყნის პრემიერმინისტრმა სიტყვით მიმართა და მსოფლიოს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა.

სინძო აბეს განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად ბირთვულ და არაბირთვულ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების დაწყებაა აუცილებელი.

დღის ამბები