06 მაისი 2024,   08:29
ვრცლად
ბაგრამის ბაზაზე ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს საპატივცემულოდ სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარ ბებიაშვილის საპატივცემულოდ, ბაგრამის ბაზაზე სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობას, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო საქართველოსა და დაღუპულის ოჯახის მიმართ. ამ უდიდესი დანაკარგის გამო ვუსამძიმრებ ქართველ ერს, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. კიდევ ერთხელ მოვიხრი ქედს ყველა ქართველი სამხედროს მიმართ, რომელიც ავღანეთში დაიღუპა. მიიღეთ გულითადი სამძიმარი მთელი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მადლობა სამსახურისთვის,“ - განაცხადა ნიკოლსონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა.

მდინარ ბებიაშვილისადმი მიძღვნი სამგლოვიარო ცერემონიას ნატოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„ნატოს გენერალური მდივნის, მთლიანად ალიანსის, მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელით, მსურს მწუხარება გამოვხატო და თანაგრძნობა გამოვთქვა ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, საქართველო ნატოს ძალიან სანდო პარტნიორია,“ - განაცხადა ავღანეთში ნატოს უმაღლესი სამოქალაქო წარმომადგენლობის ელჩმა, კორნელიუს ზიმერმანმა.

დღის ამბები