06 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
კონცერტი ანექსირებულ ყირიმში - უკრაინა გერმანულ ბენდს სანქციებით ემუქრება

უკრაინა გერმანულ ბენდს სანქციებით ემუქრება. საუბარია ტექნო ბენდ "სკუტერზე", რომელმაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კონცერტი გამართა. გერმანიაში უკრაინის ელჩის განცხადებით, სკუტერის წევრების გამოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ საერთაშორისო სკანდალი, არამედ მძიმე სამართლებრივი დანაშაულია.

დიპლომატის განცხადებით, მუსიკოსებმა უკრაინის საზღვარი არალეგალურად, უკრაინული მხარეს ნებართვის გარეშე გადაკვეთეს, რისთვისაც სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ.

გერმანული ბენდის კონცერტი ყირიმში პარასკევს, "ბალაკლავას" როკ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. გამგზავრებამდე ჯგუფის სოლისტმა განაცხადა, რომ ის ყირიმში მუსიკალური მოღვაწეობისთვის მიემგზავრებოდა და არა პოლიტიკური შეხედულებების გამო.

დღის ამბები