06 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
უმცროსი სერჟანტი მდინარ ბებიაშვილი გმირებს შეემატა - უილიამ ლაჰიუ

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მწუხარებას, რასაც ახლა მე ვგრძნობ,” - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სამშობლოში ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემოანიაზე გააკეთა.

ელჩმა აღნიშნა, რომ მდინარი ბებიაშვილმა საერთო უსაფრთხოების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„მან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოების საქმეში. გასულ კვირას ამ ადგილას იმყოფებოდა ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელსაც სურდა ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაეხადა ქართველი ჯარისკაცებისათვის. მართლაც, დღეს ვხედავთ, თუ რაოდენ დიდია ის ფასი, რასაც ისინი იხდიან ამ ბრძოლაში. გულიდათად და ღრმა მწუხარებით ვუსამძირებ სერჟანტი ბებიაშვილის ოჯახს დიდ დანაკარგს,“ - განაცხადა იან კელიმ. 

ქართველი სამხედროს სამგლოვიარო ცერემონიას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰიუც ესწრებოდა.

„ნატოსა და გენერალური მდივნის სახელით ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას. ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავი მშვიდობისათვის. მე ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად ერს ამ ფაქტის გამო. ის გმირებს შეემატა," - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. 

შეგახსენებთ, რომ მდინარი ბებიაშვილი ავღანეთში 3 აგვისტოს, მოტორიზებული პატრულირების დროს, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები