06 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
ზაზა ფაჩულიამ საქართველოში საჩემპიონო თასი ჩამოიტანა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პირველი ქართველი ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია სამშობლოშია. პრესტიჟული ჯილდოს მოგების შემდეგ, ზაზა ფაჩულია საქართველოში პირველად ჩამოვიდა და თან საჩემპიონო თასიც ჩამოტანა. თბილისის აეროპორტში მას მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

„ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, ველოდი იმის მერე, რაც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები ჩემთან ერთად, ფინალებზე. იყო Warriors-ის მილიონობით გულშემატკივარი, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა და სულ სხვა ემოციაა, როდესაც შენს ხალხთან ერთად გიწევს ამ სიხარულის გაზიარება. ეს თასი საქართველოსია,“ - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

დღის ამბები