06 მაისი 2024,   04:26
ვრცლად
მდინარე სუფსაში დამხრჩვალი კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს

ოზურგეთში, სოფელ ძიმისში, მდინარე სუფსაში გუშინ გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ცხედარს სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა მოხალისეებმა სოფელ ნასაკირალთან მიაგნეს. გოგონას გუშინ საღამოდან მოყოლებული უშედეგოდ ეძებდნენ.

უბედური შემთხვევა ოზურგეთში სოფელ ძიმისის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. დასასვენებლად ჩასული ნათესავი გოგონები შუადღეს მდინარეზე ჩავიდნენ. წყალში საბანაოდ შესულმა არასრულწლოვნებმა უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს. მათგან ერთ-ერთის, 12 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს.

მთელი ღამის განმავლობაში დაკარგულ გოგონას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ეძებდნენ. ისინი სამაშველო სამსახურის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და სამძებრო სამუშაოების უფრო ინტენსიურად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

ავტორი: ლადი მენაბდე. 

დღის ამბები