06 მაისი 2024,   10:17
ვრცლად
ზაზა ფაჩულიას შესრულებული პირობა - ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო თასი თბილისშია

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო თასი თბილისშია. პრესტიჟული ჯილდო საქართველოში მის პირველ ქართველ მფლობელთან ერთად მოგზაურობს. ზაზა ფაჩულიას და NBA-ის თასს გულშემატკივარი თბილისის აეროპორტშივე დახვდა.

ფაჩულიამ ოკლენდში დაჯილდოების ცერემონიაზევე პირობა დადო, რომ თასი მის სამშობლოშიც აუცილებლად ჩამოვიდოდა. NBA-ის პირველი ქართველი ჩემპიონის და პრესტიჟული თასის მოგზაურობას სოციალურ ქსელის მეშვეობით პოპულარული სპორტული არხი ESPN აშუქებს.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ზაზა ფაჩულია პოლიტიკაში წასვლას არ გეგმავს. 

ხვალ, ფაჩულიას ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს. გიორგი მარგველაშვილი ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს ყველაზე დიდ ჯილდოს, ღირსების ორდენს გადასცემს.

დღის ამბები