08 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
GOODWILL-თან ხანძრის ჩაქრობას 10 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს

სავაჭრო ცენტრი GOODWILL-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ჩასაქრობად დამატებითი ძალებია მობილიზებული. ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობას 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს.

ხანძარი დაახლოებით 40 წუთის წინ გაჩნდა და თავდაპირველად მის ჩაქრობას სამი სახანძრო ეკიპაჟი ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, საბურავების საწყობი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდორი იწვის. 

 

იხილეთ ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან.

ამავე თემაზე
დღის ამბები