02 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
ჩვენ ისინი დავიცავით - მედვედევი აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

დიმიტრი მედვედევი წერს, რომ ოპერაცია რუსეთმა კანონის ფარგლებში ჩაატარა და ვალდებული იყო საკუთარი მოქალაქეები დაეცვა, რასაც მომავალშიც გააკეთებს.

"ვსაუბრობ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე, რომლებსაც რუსეთის პასპორტები ჰქონდათ და ასევე ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე, რომლებიც საერთაშორისო გაერთიანების გადაწყვეტილებას ასრულებდნენ. ჩვენ ისინი დავიცავით," - წერს დიმიტრი მედვედევი.

 

დღის ამბები