02 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
ქართველი ჯარისკაცების გმირობის ამსახველი წიგნის "გმირი" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაზეთ პრაიმტაიმის წიგნის - "გმირი" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლები ესწრებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული.

დღესვე თავდაცვის სამინისტროსა და გაზეთ პრაიმტაიმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის ბოლოს აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილების მონაწილეობით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე შედგა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ.

დღის ამბები