02 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
პირველი პრეცედენტი - 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ ლია შიოშვილს, რუსეთის ხელისუფლებამ კომპენსაცია ჩაურიცხა 

2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან გამოძევებულ ლია შიოშვილს რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია - 30 000 ევრო, ჩაურიცხა.

ეს პირველი ასეთი პრეცედენტია, როცა რუსეთმა აღასრულა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ფეხმძიმე შიოშვილი 2006 წლის ოქტომბერში, 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვში დააპატიმრეს და დეპორტაციამდე 2 კვირა გაუსაძლის პირობებში ბავშვებთან ერთად აცხოვრეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შიოშვილის და 2006 წელს დეპორტირებული კიდევ 10 პირის უფლებებს კონსტიტუციის 42-ე მუხლი იცავს, სადაც ამბობენ, რომ ეს არ იქნება ბოლო პრეცედენტი.

„მსგავსი აღსრულებული გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. მოგეხსენებათ, გასული წლის 21 დეკემბერს ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ინდივიდუალურ განცხადებებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების აღსასრულებლად სამთვიანი ვადა ჰქონდა  რუსეთს და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება აღსრულებულია,“ - განაცხადა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.

2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციიდან ღირსების შემლახველი პირობებით 7000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს.

დღის ამბები