02 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მარცხენა ფრთას აფეთქების კვალი ეტყობა - ახალი დასკვნა სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე 

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, თვითმფრინავის მარცხენა ფრთას აფეთქების კვალი ეტყობა.

ასეთ დასკვნამდე მივიდა პოლონეთში ახალი კომისია, რომელიც სმოლენსკის ავიაკატასტროფას ხელახლა იძიებს.

ექსპერტების მტკიცებით, ლაინერის ფრთის განადგურება ხესთან შეჯახების შედეგად არ იყო გამოწვეული და ის მანამდე დაიწყო. წინა პოლონური კომისიის დასკვნითაც, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის კორპუსში მომხდარი აფეთქება გახდა.

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები