02 მაისი 2024,   13:38
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, თანამადებობა დატოვა. პოსტს მარგველიძე 2013 წლის შემდეგ იკავებდა.

მისი თქმით, ის კარიერას შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს. თუმცა, რას უკავშირდება მისი გადადგომა, არ აკონკრეტებს.

მარგველიძის გადადგომა უკვე დაადასტურეს სახელმწიფო კანცელარიაში.

თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმაც. რამდენიმე კვირის წინ კიდევ 2 სამხარეო რწმუნებული შეიცვალა.

დღის ამბები