02 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
"საქართველოს პატრიოტების" მდივანი "რაკ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს

პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების მდივანი, გელა მიქაძე, რაკ ჯორჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს.

რაკ ჯორჯიას მიერ გაცრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სააპელაციომ სასამართლომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გელა მიქაძეს, 42 მილიონ დოლარად შეფასებული აქტივები გაუყინა.

„რაღაც პროცესები მიმდინარეობდა ჩვენ შორის, მოლაპარაკება და მე სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი, გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ პროცესი მოვიგე. ჩემთვის, უბრალოდ, ეთიკასაც გასცდა ეს მომენტი, როდესაც სრულიად უსამართლო კომენტარები მიმდინარეობს,“ - აცხადებს გელა მიქაძე. 

ის ამ ყველაფერს "სიცრუეს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ პირიქით, ლონდონში დავა მან მოიგო. დავა რაკ ჰოლდინგსა და მისი ქართული ფილიალი ყოფილ დირექტორს შორის წლებია, მიმდინარეობს. კომპანია მიქაძეს დიდი ოდენობით თანხებში თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები