27 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა რჩება

გორის რაიონის სოფელ შავშებთან გაჩენილი ხანძარი სოფელ ახალსოფლამდე გავრცელდა. ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის წინ სახნავ-სათესი მიწების ტერიტორიაზე მინდორს მოედო.

ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. თუმცა, ხანძრის მცირე კერების არსებობის გამო, გორისა და კასპის 10-მდე სახანძრო ბრიგადა ადგილზე რჩება.

გორის რაიონის გამგებლის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ამ დროისთვის 2 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი. 

დღის ამბები