08 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
მეუფე ანტონს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

მაღალი სასულიერო იერარქიის პირს, მეუფე ანტონს, ბიზნესპარტნიორები უპირისპირდებიან.

ბაღდათისა და ვანის ეპარქიის მიტროპოლიტს კომპანია ივაინის მფლობელები ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

„კომპანიას ხელმძღვანელობს მეუფე ანტონის მეგობარი მამუკა დარჯანია, ახლობელი. ეს იყო ყოფილი სასულიერო პირი. ამ პერიოდში, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, კომპანიის სალაროდან გავიდა ეტაპობრივად თანხები და მოთხოვნა იყო, რომ მეუფეს სჭირდებოდა ეს თანხები. ჯამში შეადგინა 38 ათასი ლარი. ამას დაემატა, მეუფის მოთხოვნით, 10 000 ლარი, რომელიც გავაკეთეთ კონსტანტა ბანკში სესხის სახით. საერთო ჯამში შეადგინა 48 ათასი ლარი. დამარწმუნა იმაში, რომ შემოიტანს 15 ათას ლარს, დააბრუნებს უკან, ოღონდ, სამაგიეროდ გარანტიას ითხოვდა ჩემი კუთვნილი პროცენტიდან 10%-ს,“ - აცხადებს კომპანია ივაინის ერთ-ერთი მფლობელი, დაზარალებული, ნანა ქერელაშვილი.

კომპანიის ადვოკატის, ზვიად თოდუას, განცხადებით, პროკურატურამ ნანა ქერელაშვილსა და მის მეუღლის საჩივარი საფუძველზე საქმე სათანადოდ იმიტომ არ გამოიძია, რომ მეორე მხარე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იდგა.

„ვერ გამოიძიეს იმ არგუმენტით, რომ, თურმე, მეორე მხარე არის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი და გამოძიება თურმე ვერ ბედავს მათ დაკითხვას,“ - განაცხადა ზვიად თოდუამ. 

მეუფე ანტონის ამ საკითხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები