26 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის საქმე

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. დღემდე მოქმედი ინსპექტორები ბრალდებულად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში სცნეს. თანამდებობებს კი დღეს პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოაცილეს.

16-17 მაისს გორის გვირაბთან, გზის ტრაილერით ხელოვნურად ჩახერგვის გამო, მომხდარ ავარიაში პროკურატურამ პატრულების ბრალეულობა მხოლოდ სამი თვის შემდეგ გამოკვეთა.

პატრულ ინსპექტორების ათმეთაური არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც პროკურატურა მომხდარში ადანაშაულებს. პატრულების ადვოკატი კი მიანიშნებს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ ათმეთაურის დონეზე არ ათანხმებენ.

ადვოკატის ინფორმაციით, პატრულ ინსპექტორები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ადვოკატის მტკიცებით, პატრულების მიზანი ხახუბიას მანქანის გაჩერება იყო.

პატრულ-ინსპექტორების ბრალეულობის გამოკვლევას გორის სასამართლო 2 ოქტომბრიდან დაიწყებს. მანამდე ისინი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დღის ამბები