26 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
დონალდ ტრამპის მორიგი მუქარა ფხენიანს

"გუამზე იერიშის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება," - ასე უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მუქარას, რომელიც გუამის კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიშით დაიმუქრა.

დონალდ ტრამპმა ფხენიანის საკითხი სახელმწიფო მდივანთან და გაეროში ამერიკის ელჩთან შეხევდრაზე განიხილა. მანამდე კი Twitter-ზე დაწერა, რომ სამხედრო გეგმა ფხენიანის წინააღმდეგ უკვე მზად არის.

გახშირებული მუქარების ფონზე, დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ჩინეთის პრეზიდენტი ესაუბრა და ამერიკელ კოლეგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.

ოფიციალურ პეკინს ვითარების განსამუხტად რუსეთთან ერთად კონკრეტული წინადადებები აქვს შემუშავებული. 

დღის ამბები