27 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
მშენებლობები თუშეთის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს გარკევულ პირობებს - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი

ომალოში დაანონსებული საპროტესტო აქცია ჩაიშალა. ადგილობრივები სასტუმროების მშენებლობის უფლებას ითხოვენ და დღეს ამ მოთხოვნით უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა აქციის ორგანიზატორი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

თუმცა, ამ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ადასტურებს.

„სივრცითი მოწყობის და განაშენიანების გენერალური გეგმით მშენებლობებს, რომლებიც განხორციელდება თუშეთის ტერიტორიაზე არის სპეციფიკური და ეს მშენებლობები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს გარკევულ პირობებს, მაგალითად, როგორიცაა ფიქალით მოპირკეტება და ფიქალით სახურავის გადახურვა. როდესაც პროექტები აღნიშნულ პირობებს დააკმაყოფილებს, მშენებლობის ნებართვებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება,“ - აცხადებს ბექა ბაიდაური.  

დღის ამბები