27 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
რუსმა პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილსაც დაურეკეს

რუსმა სატელეფონო ხულიგნებმა ვოვანმა და ლექსუსმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს დაურეკეს და მას პოროშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სახელით ესაუბრნენ. პრანკერებთან საუბრისას სააკაშვილმა პოროშენკოს ადმინისტრაციას ულტიმატუმი წაუყენა და მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე დაემუქრა, რომ ამ გადაწყვეტილებას მწარედ ანანებს. ხულიგნები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს აქამდეც ურეკავდნენ უკრაინის ხელისუფლების სახელით.

სატელოფონო ხულიგნებმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს კულტურის მინისტრს რუსული სატელევიზო არხი "რასიას" პირდაპირი ეთერიდანაც დაურეკეს და მას უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით ესაუბრნენ. მათ კულტურის მინისტრს "ევროვიზიაზე" უკრაინელი კონკურსანტის მხარდაჭერა სთხოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები