02 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
ღია კაფე-ბარების დახურვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

აღმაშენებლის გამზირზე 16 კაფე-ბარის დახურვასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ არასწორ მოწყობასთან დაკავშირებით, აღმაშენებლის გამზირზე გაფრთხილება 16-მა კაფე-ბარმა მიიღო.

მათ დღეიდან აღარ ჰქონდათ უფლება, რომ გარე პერიმეტრზე მოეწყოთ მაგიდები და სკამები.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 16 სამართალდამრღვევი სუბიექტიდან 7 კაფე-ბარის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ქართველია, ხოლო 9 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კაფე-ბარების მეპატრონეებს ვადა 14 აგვისტომდე მიეცათ, რის შემდეგაც კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ.

თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც  12-მა, გაფრთხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 2-ს ამ დრომდე ქმედება არ განუხორციელებია.

აღსანიშნავია, რომ 16 სამართალდამრღვევი სუბიექტიდან 7 კაფე-ბარის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ქართველია, ხოლო 9 უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში ღია კაფეების მოწყობისთვის სავალდებულო პროცედურებს გაივლიან, ისინი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სხვა კაფე-ბარების მიმართაც უახლოეს დღეებში მსგავსი ღონისძიებები განხორციელდება,“ - წერია განცხადებაში.

დღის ამბები