02 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მთავარ პროკურატურას მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას მიმართა. ბექა ბასილაია ითხოვს გამოძიება სამი მუხლით უნდა დაიწყოს. 

საუბარია საინფორმაციო სააგენტო "სტრანა უა"-ს მიერ გავრცელებულ აუდიო მასალზე, სადაც უკრაინული მედიის მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუს პრანკერს, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ეგონა, ტელეფონით პოროშენკოსა და კვირიკაშვილის საიდუმლო შეხვედრის დეტალები უამბო და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა. 

მისი თქმით, პროკურატურამ ამ ჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილი, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხებს განიხილავს, გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე თავად შს მინისტრიც უნდა დაიკითხოს.

„ქართული სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის დევნას და სამსახურეობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენებას იმ მიზნით, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდოს საქართველოში ყოფნა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი პროცედურებით დადასტურდა, რომ ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ ერთადერთ მიზანს, რომ მიხეილ სააკაშვილი განდევნილი იყოს საქართველოდან,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის მოთხოვნით, პირველ ეტაპზე საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დევნას გულისხმობს. ასევე, 332-ე მუხლის მეორე ნაწილი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 151-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "დ" პუნქტი, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ადევნებას გულისხმობს. 

„ამასთან ერთად, აქ იკვეთება უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები, როდესაც მღებრიშვილი საუბრობს, როგორც უთვალთვალებენ, ფაქტობრივად, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები