02 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
არასერიოზული მიდგომაა საკითხისადმი - გიორგი მშვენიერაძე შს მინისტრის საუბრის ფარულ ჩანაწერზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვაა გადმოცემული, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ჩანაწერის ავთენტურობის საკითხი სასწრაფოდ უნდა დადგინდეს.

„მნიშვნელოვანია, საკითხს გაეცეს არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხი. სამართლებრივი პასუხია გამოძიების დაწყება და შესწავლა აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ის მიიჩნევს, რომ შსს-სა და მმართველი გუნდის განცხადებებიდან არ ჩანს ამ საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულება, რაც საგანგაშოა.

„ძალიან არასერიოზული და არასწორი მიდგომაა საკითხისადმი. არავინ, არცერთი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, მიუხედავად მისი პოლიტიკური სტატუსისა თუ იერარქიის, მის სახელისუფლებო რგოლში, არ უნდა იყოს დაცული იმგვარი იმუნიტეტით, რომ მისი მონაწილეობით ამა თუ იმ ფაქტზე გამოძიება არ იწყებოდეს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები