01 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
მინისტრი საკმაოდ ღელავდა - სკანდალური აუდიო ჩანაწერის ავტორის სკანდალური განცხადებები ექსკლუზიურად "კურიერისთვის"

რუსი პრანკერი საქართველოს შს მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ პირველად „კურიერთან“ საუბრობს. უკრაინულ ვებ გვერდზე სკანდალური აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ალექსი სტოლიაროვი ყვება, რომ გიორგი მღებრიშვილთან, უკრაინელი კოლეგის, არსენ ავაკოს სახელით ორჯერ ისაუბრა.

სტოლიაროვის თქმით, მინისტრი საკმაოდ ღელავდა, რადგან მას მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ სკანდალზე, სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიეღო. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილი, აღიარებს იმასაც, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციაზე საუბარი დავოსის შეხვედრაზეც შედგა.

ალექსეი სტოლიაროვი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდებით, სხვადსხვა ქვეყნის პირველ პირებთან საუბარი და სტრატეგიულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა ამერიკულმა ექსპერტიზამ არა ერთხელ დაამტკიცა. საჭიროების შემთხვავაში, მზადაა შეერთებულ შტატებში ექსპერტიზაზე, საქართველოს შს მინისტრის აუდიო ჩანაწერიც წარადგინოს.

სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ძალოვან უწყებებს აუდიო ჩანაწერების გავრცელების სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, გამოძიება ჯერჯერობით არ დაუწყიათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები