07 მაისი 2024,   05:03
ვრცლად
„კარფურთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისის გასასვლელში, „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დაკავებული. სამართალდამცველებმა ის ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

სპეცოპერაცია კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ დაკავებას გუშინ, ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან აქვს კავშირი.

„კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ისევ გადაკეტილია. 

 

დღის ამბები