07 მაისი 2024,   04:18
ვრცლად
მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ზურაბ ქუთელია, წინასწარ პატიმრობაში რჩება

მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ზურაბ ქუთელია, კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაკავებულის ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ქუთელიას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროკურატურას საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ აქვს. ადვოკატების განცხადებით, ქუთელიას უდანაშაულობა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებმაც დაადასტურა.

დღის ამბები