07 მაისი 2024,   02:13
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

სპეცოპერაციების სერია გრძელდება. სპეცდანიშნულების რაზმი ამ წუთებში ისევ ფონიჭალაშია მობილიზებული, სადაც, სავარაუდოდ, კვლავ ნარკოდანაშაულში ბრალდებულის დაკავება მიმდინარეობს.

ქვემო ფონიჭალაში თავისუფლების ქუჩა სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. მათ ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის სახლში ჩხრეკა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ სახლის ჩხრეკის პროცესს დაკავებულის ადვოკატი ვერ დაესწრო.

შსს ოფიციალურად დაკავების მიზეზებზე არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა ამას ახლობლები უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაკავებული არა ნარკორეალიზატორი, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელია და მის წინააღმდეგ სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს.

დღეს თბილისის გასასვლელში კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დაკავებულები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები