07 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
ყველაფერი არის შემადგენელი იმ სტრატეგიის, რომელიც თქვენ დაგეგმეთ, გვარამიასთან ერთად - გიორგი ვოლსკი

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაძლო სატელეფონო საუბრის კიდევ ერთი ფრაგმენტი შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს.

გიორგი მღებრიშვილის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქართველი ძალოვანები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყანაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ევროპელ დეპუტატებსაც უთვალთვალებენ.

საუბარია ჩანაწერის იმ ნაწილზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის და პოლონელი დეპუტატის ქართულ რესტორანში შეხვედრის დეტალებს ყვება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, აცხადებს, რომ ქვეყანაში ისეთი ადამიანის თვალთვალის პრაქტიკა არ არსებობს, რომელიც სახელმწიფოსთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

დეპუტატი რუსთავი2-ს ამ საკითხის გამწვავებაში ადანაშაულებს.

„არ არის ეს მიღებული წესი, რომ უსმინო ადამიანს, რომელიც არ წარმოადგენს საშიშროებას ჩვენი ქვეყნისადმი, დაარღვიო კანონი და ამასთან დაკავშირებით, მე ვატყობ, რომ თქვენს ტელევიზიას უნდა გრძელი ლაპარაკი ადამიანების, რომ მთლიანად ეს ლაპარაკი გავიდეს ეთერში. როგორც ამას აკეთებთ ბოლო პერიოდში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სააკაშვილის მიმართ პრეტენზიების თემის გაცოცხლებაზე, რომელიც სასამართლო სხდომებმა გამოიწვია.

"მიკროფონით გამოკიდება, გამოკიდება გადამღები კამერით, ვითომ პასუხის გაცემა არ უნდა რესპოდენტს და თქვენ აცივდებით, ის გარბის. ეს ყველაფერი არის შემადგენელი იმ სტრატეგიის, რომელიც თქვენ დაგეგმეთ, გვარამიასთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები