07 მაისი 2024,   05:59
ვრცლად
გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ჯარისკაცებს კომპენსაციას გადაუხდის

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ჯარისკაცებს კომპენსაციას გადაუხდის.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2 500 ევროს ოდენობით კომპენსაციას 5 ვეტერანი მიიღებს, თუმცა, ტყვეობაში მყოფთა რაოდენობა ზუსტდება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

„ჯერჯერობით ნაპოვნი არის, დაახლოებით, 5 ადამიანი. არა მარტო თბილისის მასშტაბით, ვეტერანებიდან რომელიმე, თუნდაც ცოტა ხანი თუ იყო ჩავარდნილი ტყვედ, აბსოლუტურად მიიღებს კომპენსაციას. საბედნიეროდ, გერმანიის მთავრობამ გამოხატა კეთილი ნება,“ - განაცხადა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ.

დღის ამბები