07 მაისი 2024,   04:01
ვრცლად
ხანძარი თბილისის ზღვაზე - ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული

თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბთან ახლოს, ხანძარია. 

როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

დღის ამბები