07 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
გიორგი მღებრიშვილის სკანდალი შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალად გადაიქცეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურამ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე, რომელზეც, სავარაუდოდ, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საუბარია აღბეჭდილი, გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

ადვოკატი აუდიოჩანაწერის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გიორგი მღებრიშვილი რუს პრანკერებთან მიხეილ სააკაშვილის და პოლონელი პოლიტიკოსების ვარშავაში შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა. მათი თქმით, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ძალოვანი უწყებები უცხო ქვეყნის დეპუტატს უთვალთვალებენ.

ის, ვისზეც, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვს, რეალურად კი პრანკერს უყვება, მალგორზატა მარია გოშევსკაა, რომელიც საქართველოშ 9 სექტემბერს ჩამოდის.

დეპუტატი ურიერთან საუბარში სკანდალურ აუდიოჩანაწერსა და მის შინაარსს „უხერხულს“ უწოდებს.

ნაციონალური მოძრაობა გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს. ხოლო მმართველ გუნდში პოლონელი დეპუტატის თვალთვალს კატეგორიულად უარყოფენ. უმრავლესობის აზრით, ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ქართულ ოცნებას ფარული თვალთვალის პრაქტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ჩანაწერის საფუძველზე გამოძიებას, ამ დრომდე უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები