07 მაისი 2024,   03:19
ვრცლად
ჯარიმა ხმაურისთვის - ცვლილებები კანონში დღეიდან ამოქმედდა

23 საათიდან დილის 8 საათამდე ხმამაღალი მუსიკა და პიროტექნიკა დასჯადი გახდა. კანონში ცვლილება დღეს ამოქმედდა.

ღამის საათებში ხმაურისთვის პატრულის გამოძახება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სამართალდამცველები ხმას, სპეციალური აპარატის დახმარებით, დეციბელებში გაზომავენ და წესის დამრღვევს შესაბამისად დააჯარიმებენ.

დღეიდან ფოიერვერკების გამოყენება, ახალი წლის გარდა, 23 საათის შემდეგ იკრძალება.

მოქალაქეები, რომლებიც ბარებისა და კაფეების ქუჩებზე ცხოვრობენ, ცვლილებას სიხარულით ხვდებიან, თუმცა, ბიზნესის დაზარალებას არ გამორიცხავენ თავად ბარებისა და რესტორნების მფლობელები.

პირველადი დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი გაფრთხილებას მიიღებს. განმეორების შემდეგ ფიზიკური პირი - 150, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. მომდევნო შემთხვევებზე ჯარიმის თანხა ორმაგდება.

დღის ამბები