07 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
ორი მოსმენით მოსემ მიიღო 10 მცნება, მაგრამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეს ამბავი - გიორგი მარგველაშვილი

„ეს პროცესი ამ ბოლო დროს პოკერის თამაშივითაა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლებას სიჩქარე და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობა დაუწუნა.

„მთელი, ჯერ ჩაკეტილი, კარს მიღმა მუშაობა, მერე უცებ ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მოსემ მიიღო  10 მცნება, მარგამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეს ამბავი. ეს პროცესი ამ ბოლო დროს პოკერის თამაშივითაა. ერთმანეთს უცხადებენ ხოლმე რაღაცებს და ეს ყველაფერი მიდის ისე, რომ არ არის საზოგადოება ჩართული,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები