27 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა დატოვა

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ - ჰერბერტ ზალბერმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეც წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა. ინფრომაციას ამის შესახებ მედია საშუალებები ავრცელებენ. თუმცა, გადადგომის მიზეზს არ ასახელებენ. არ არის გამორიცხული, რომ დიპლომატი გერმანიის საგანგებო ელჩად ევროპის ერთერთ ქვეყანაში ინიშნებოდეს.

პირველი ინფრომაცია ჰერბერტ ზალბერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ სკანდალური განცხადებების შემდეგ გავრცელდა, რომელიც მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააკეთა. გერმანელმა დიპლომატმა ცხონვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შემდეგ ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეც წარმომადგენლის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია. მედიის ცნობით, ჰერბერტ ზალცბერის შემცვლელის მოსაძებნად ევროპულ სტრუქტურებში უკვე დაწყებულია კონსულტაციები. პროცედურას შესაძლოა 1-დან 3 თვემდე დასჭირდეს.

დღის ამბები