06 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
რკინიგზელების აქცია - მოშიმშილეებს ანა დოლიძე შეხვდა

 საქართველოს რკინიგზის მთავარ ოფისთან რკინიგზელების აქციაზე რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მივიდა. 

ანა დოლიძე დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს. მან აუდიენცია მოთხოვა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას და გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ამ წუთებში იმართება.

მშრომელებს დაცული უნდა ჰქონდეთ ღირსება, დაცული უნდა ჰქონდეთ შრომის ღირსეული პირობები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შრომითი დავა გადაწყდეს მშვიდობიანად, მოლაპარაკებების მეშვეობით. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი ორივე მხარესთან. მე გავიგე ის წუხილი, რომელიც აქვს მოშიმშილეებს და გამოვხატე შეხვედრის სურვილი რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, რადგან მათი მხრიდან მოვისმინო ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა და რის გადადგმასაც აპირებენ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები