27 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
ბარსელონაში გაქცეული ტერორისტის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს

ბარსელონაში გაქცეული ტერორისტის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მანქანის მძღოლს ეძებენ, რომლითაც ტერორისტებმა ფეხით მოსიარულეებს გადაუარეს. გამოძიების ვერსიით, მძღოლმა ტერაქტის შესრულების დროს მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებას უკვე ორი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. კატალონიის პოლიციის უფროსის განცხადებით, მათ უშუალო კავშირი აქვთ თავდასხმასთან. პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის - დრის უბაკირის ფოტოც გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტებს მის სახელზე მანქანა ჰქონდათ ნაქირავები. 20 წლის დრის უბაკირი მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა.

ბოლო მონაცემებით, მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ესმხხერპლა და 119 დაშავდა. კატალონიის ავტონომიის ხელმძღვანელმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადდა. დაღუპულებს დღეს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12 საათზე წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. 

დღის ამბები